საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ახალგაზრდების 5 მედალი ყაზახეთიდან - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
12:58 | May 12 2018

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ახალგაზრდულმა ნაკრებმა 4-6 მაისს, ყაზახეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 5 მედალი მოიპოვა.

 

ჭიდაობის მსოფლიოს გაერთიანება UWW-ს ეგიდით გამართული ზახულუკ უშკემპიროვის სახელობის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული აივენგო რიკაძე (82 კგ) გახდა ვინც ფინალში მასპინძელ უმალ დაუდოვს მოუგო, ვიცე-ჩემპიონობა და ვერცხლის მედალი მძიმეწონოსანმა ბექა მაკარიძემ (130 კგ) მოიპოვა, ბრინჯაოს მედლებს კი ჯონი ხეცურიანი (67 კგ), თემურ ჭკუასელიძე (87 კგ) და ნიკა ლომიძე (97 კგ) დაეუფლნენ.