საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

6 მედალი და გუნდური მეორე ადგილი ევროპის ჩემპიონატიდან
11:31 | May 04 2018

1 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო - ასეთია საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების მონაგარი 30 აპრილს რუსეთის ქალაქ კასპიისკში დაწყებულ კონტინენტის პირველობაზე.

 

ევროპის ჩემპიონი რობერტ კობლიაშვილი (87 კგ) გახდა, ვერცხლის მედალს შმაგი ბოლქვაძე (67 კგ) დაეუფლა, ბრინჯაოს მედლები ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ), დავით ჩხარტიშვილმა (60 კგ), იური ლომაძემ (72 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) მოიპოვეს.

 

საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა 127 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, პირველზე მასპინძელი რუსეთი გავიდა 169 ქულა, მესამეზე აზერბაიჯანი 113 ქულა.

 

გუნდური მეორე ადგილისათვის განკუთვნილი თასი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა როყუამ ჩაიბარა.