საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

შმაგი ბოლქვაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ჩხარტიშვილი და ლომაძე ბრინჯაოს პრიზიორები.
11:10 | May 04 2018

2 მაისს, დაღესტნის ქალაქ კასპიისკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ბოლოს დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა კიდევ სამი მედალი მოიპოვა.

 

67 კგ კატეგორიაში მოასპარეზე ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორ შმაგი ბოლქვაძეს უმაღლეს საფეხურამდე გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა - ოლიმპიური ფინალში რუს არტემ სურკოვთან დათმო შეხვედრა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

 

დავით ჩხარტიშვილმა (60 კგ) და იური ლომაძემ (72 კგ) ევროპირველობაზე დებიუტი ბრინჯაოს მედლებით აღნიშნეს. ოზურგეთელმა ფალავნებმა სანახაობრივი და ეფექტური ჭიდაობით გამოიჩინეს თავი. ჩხარტიშვილმა რეპეშაჟის ფინალში გერმანელ ეტიენ კინსინგერს აჯობა, ხოლო ლომაძემ მოლდოველ დანიელ კატარაგას აშკარა უპირატესობით 15-6 მოუგო.