საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

რობერტ კობლიაშვილი ევროპის ჩემპიონია, წურწუმია და ქაჯაია ბრინჯაოს პრიზიორები
10:51 | May 04 2018

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა რუსეთის ქალაქ კასპიისკში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატის პირველ საფინალო დღეს 3 მედალი მოიპოვა.

 

ევროპის ჩემპიონი რობერტ კობლიაშვილი (87 კგ) გახდა, გადამწყვეტ ბრძოლაში რუსეთის წარმომადგენელ ბეკხან ოზდოევს აჯობა 3:2. ფინალის გზაზე კი სამი მეტოქე ბულგარეთის ნაკრების წევრი ტარეკ მოჰამედი (5:1), შვედი ზაქარიას ბერგი (2:1) და ბელარუსი ნიკიტა კლიმოვიჩი (8:0) ჩამოიშორა.

 

ბრინჯაოს მედლები ევროპირველობის დებიუტანტნა ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) და მძიმეწონოსანმა იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) მოიპოვეს. წურწუმიამ რუსეთის ნაკრების წევრ ვასილ ტოპოევს დაძაბულ ბრძოლაში მომგებიანი ფრით (6:6) აჯობა, ბრინჯაოს მედლისთვის ქაჯაია ბულგარელ მიროსლავ მეტოდიევს დაუპირისპირდა და ხუთი უპასუხო ქულა აუღო.