საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო - საქართველოს თავისუფალი სტილით ახალგაზრდული ნაკრების ბულგარული მონაგარი
11:24 | April 30 2018

21-22 აპრილს ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს ეგიდით ბულგარულ რუსეში გამართულ "პეტკო სილაკოვისა და ივან ილიევის" სახელობის საერთაშორისო ახალგაზრდულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა სამივე სინჯის ორ-ორი მედალი მოიპოვა.

 

ტურნირის ჩემპიონები რამაზ თურმანიძე (61 კგ) და ზურიკო ურთაშვილი (97 კგ) გახდნენ. ვერცხლის მედლები ივერი ჯულაყიძემ (70 კგ) და დემურ მეგენეიშვილმა (86 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი გიორგი ელბაქიძე (65 კგ) და გოგა მამიაური (74 კგ) დაეუფლნენ.

 

ტურნირის საუკეთესო მოჭიდავედ კი რამაზ თურმანიძე აღიარეს რომელმაც ყველა შეხვედრა დამაჯერებელი და ეფექტური გამარჯვებით დაასრულა.

 

გუნდს ბელდუხ გავაშელიშვილი, დავით ხურცია და გელა საღირაშვილი ხელმძღვანელობდნენ.