საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ახალგაზრდების 6 მედალი ბულგარეთიდან - ბერძნულ-რომაული
11:15 | April 30 2018

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბულგარულ რუსეში ჭიდაობის მსოფლიოს გაერთიანება UWW-ს ეგიდით გამართულ "პეტკო სირაკოვისა და ივან ილიევის" სახელობის საერთაშორისო ტურნირზე 6 მედალი მოიპოვა.

 

ტურნირის ვიცე-ჩემპიონები ოთარ აბულაძე (67 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (87 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლები ბექა გურულმა, თორნიკე კანდელაკმა (ორივე 60 კგ), ირაკლი ნაკაშიამ (63 კგ) და ზაზა სილაგაძემ (130 კგ) მოიპოვეს.