საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის გიორგი ხინჩეგაშვილის სახელობის მემორიალური ტურნირი
10:59 | April 30 2018

13-15 აპრილს გორის ნუგზარ სხირელის სახელობის დარბაზში გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნის მესამე მემორიალური ტურნირი გაიმართა რომელიც თავისუფალ ჭიდაობაში 2005-2007 წლებს შორის დაბადებულ უმცროსი ასაკის ჭაბუკებს შორის ჩატარდა, შეჯიბრებაში ჩვენი ქვეყნის 30 ქალაქის 250-ამდე ფალავანმა მიიღო მონაწილეობა.

 

ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ხინჩეგაშვილი სახელოვანი ფალავანის ოლიმპიური ჩემპიონის ლადო ხინჩეგაშვილის მამა გახლდათ რომელიც ახალგაზდა ასაკში გარდაიცვალა, ისე რომ შვილის წარმატებებს ვერ მოესწრო. ტურნირს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა წლეულს კი მესამედ ჩატარდა.

 

ჩემპიონ პრიზიორები 13 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. 10 წონით კატეგორიაში ვაჟები, ხოლო 3 წონაში გოგონები ასპარეზობდნენ. გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი არავის დაუთმო გორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის გუნდმა. მეორეზე გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობს სპორტსკოლა გავიდა მესამეზე თბილისის გუნდი.

 

შედეგები:

23 კგ
1. თეიმურაზ თუთარაშვილი (გორი. სხირელის სკოლა)
2. დათო ბურჯანაძე (ბაღდადი)
3. დათო ძევაშვილი (თბილისი)
3. გიორგი ნარიმანიძე (გამარჯვება)

 

26 კგ
1. გიორგი მაისურაძე (გორი. სხირელის სკოლა)
2. საბა ტყემალაძე (ქარელი)
3. თეიმურაზ გაფრინდაშვილი (ქუთაისი)
3. თორნიკე თოდაძე (ყვარელი)

 

29 კგ
1. ზურაბ აბალაკი (გორი. სხირელის სკოლა)
2. ლაშა გოგაძე (გორი. სხირელის სკოლა)
3. გიორგი წურიაშვილი (გორი. სხირელის სკოლა)
3. ნიკა ბუხრაშვილი (ონი)

 

32 კგ
1. ნიკა ბოჭორიშვილი (გორი. სხირელის კლუბი)
2. ნიკა აგლაძე (რუსთავი)
3. საბა ღამბაშიძე (გორი. სხირელის სკოლა)
3. საბა სვიანიძე (გორი. სპორტსკოლა)

 

35 კგ
1. ჯაბა გაგუა (სამტრედია)
2. არშაკ ლულუკიანი (ნინოწმინდა)
3. ნიკა მაისურაძე (გორი. სხირელის სკოლა)
3. შალვა გულისაშვილი (საგარეჯო)

 

38 კგ
1. დავით ქობულაშვილი (თბილისი)
2. კონსტანტინე პეტრიაშვილი (გორი. სხირელის სკოლა)
3. ალექსი დარჩიძე (აჭარა)
3. მამუკა მექვაბიშვილი (გორი. სპორტსკოლა)

 

42 კგ
1. საბა კობახიძე (ამბროლაური)
2. დავით ჭეჭელაშვილი (გორი. სხირელის სკოლა)
3. გოგა ოთინაშვილი (გორი. სხირელის სკოლა)
3. ლუკა ვანიშვილი (გორი. სპორტსკოლა)

 

47 კგ
1. სანრო ყურშვულილი (თბილისი)
2. გიორგი ნოზაძე (ხაშური)
3. ივანე კოკორაშვილი (ყვარელი)
4. დიმიტირ წივწივაძე (ქუთაისი)

 

53 კგ
1. ნიკოლოზ მაისურაძე (გორი. სხირელის სკოლა)
2. მირიან ბერიძე (აჭარა)
3. ლევან თავდგირიძე (აჭარა)
3. ავთანდილ კეკელია (სამტრედია)

 

59 კგ
1. თეიმურაზ ქოჩქიანი (თბილისი)
2. ალექსანდრე აბრამიშვილი (თბილისი)
3. თენგო ლომიძე (გორი. ნუგზარ სხირელის სკოლა)
3. დაჩი პაპინაშვილი (გორი. სხირელის სკოლა)

 

გოგონები
30 კგ. 
1. მარი ველაძე (აჭარა)
35 კგ. 
1. ლიკა შარაძე (აჭარა)
40 კგ.
1. მარი სატკოევა (გორი. სხირელის სკოლა)