საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

5 ოქრო, 4 ვერცხლი და 3 ბრინჯაო – თავისუფალი და კლასიკური სტილით მოჭიდავე ჭაბუკების თურქული მონაგარი
10:46 | April 30 2018

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაუილი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებებმა 29 მარტს და 1 აპრილს თურქულ გერზემში ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების UWW ეგიდით გამართულ საერთაშორისო ტურნირზე “გამარჯვების თასი” ასპარეზობა 12 მედლით, მათგან 5 ოქროთი, 4 ვერცხლით და 3 ბრინჯაოთი დაასრულა.

 

აქედან თავისუფლების ანგარიშზე 2 ოქრო და 2 ბრინჯაოა, ხოლო კლასიკოსების 3 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო და გუნდური მეორე ადგილი.

 

სახეობების მიხედვით მედლები შემდეგნაირად გადანაწილდა.

 

ბერძნულ-რომაული: ოქრო – ფრიდონ აბულაძე (55 კგ), გიორგი პერტაია (60 კგ), გიორგი ჩხიკვაძე (65 კგ), ვერცხლი – დიეგო ჩხიკვაძე (60 კგ), გიორგი შპეტიშვილი (71 კგ), გიორგი ცოფურაშვილი (92 კგ), მათე გოქაძე (100 კგ), ბრინჯაო – საბა ნემსაძე (65 კგ).

 

თავისუფლები: ოქრო –  ბაგრატ გაგნიძე (71 კგ), სოლომონ მანაშვილი (110 კგ), ბრინჯაო – გიორგი გეგელაშვილი (51 კგ), გიორგი ნებუნიშვილი (80 კგ)