საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

გენო პეტრიაშვილის ოქროს წერტილი - 9 მედალი ბულგარეთიდან
02:08 | March 26 2018

25 მარტს სოფიაში დასრულდა "დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის" საერთაშორისო მემორიალური ტურნირი, სადაც საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებებმა ჯამში 9 მედალი - 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

აქედან თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მონაგარი 5 მედალია - თითო ოქრო-ვერცხლი და 3 ბრინჯაო. ტურნირის გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი გახდა ვინც ფინალში რუსეთის ნაკრების წევრ მურადინ კუშხოვს მშრალი ანგარიშით 5-0 სძლია, მანამდე კი აშკარა უპირატესობით დაამარცხა ბულგარელი დანიელ ვასელინოვი და ბერძენ იოანის კარგაკიოტაკისი 10-0.

 

ირაკლი მწითურმა (92 კგ) მხოლოდ ფინალური პაექრობა დათმო რუსთა ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ აბდულრაშიდ სადულაევთან. მესამე საპრიზო ადგილები ოთარ გოგავამ (61 კგ), ჯაბა ყველაშვილმა და ნიკა კენჭაძემ (ორივე - 79 კგ) დაიკავეს.

 

ბერძენ-რომაელი სტილით ნაკრების მონაგარი 4 მედალია - 2-2 ვერცხლი და ბრინჯაოა. ვიცე-ჩემპიონები თორნიკე ძამაშვილი (82 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლები რამაზ ზოიძემ (72) და გიორგი მელიამ (97) მოიპოვეს.


ძამაშვილმა ფინალური შეხვედრა დათმო პოლონეთის წარმომადგენელ ედგარ ბაბაიანთან, მანამდე კი აშკარა უპირატესობით მოუგო ბულაგრელ დ. მარიოს 10-1 და უკრაინელ ანდრეი ანტონიუკს 10-0, მეოედფინალში უკრაინის კიდევ ერთი წარმომადგენელი დმიტრო პინკოვი 8-6 დაამარცხა, ნახევარფინალში კი პირველივე პერიოდში აშკარა უპირატესობით 9-0 დაჯაბნა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი თურქი ასლან ატემი.

 

წაუგებლად ჩაამთავრა შეჯიბრი ზვიად პატარიძემ რომელიც ტრამვის გამო ფინალში არ გასულა საჭიდაოდ თურქთა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ რიზა კაიაალპთან. ქართველმა მძიმეწონოსანმა საფინალო გზაზე 3 მეტოქე იოლად ჩამოიცილა, თურქი ილმაზ დოგან აშაკარა უპირატესობით  8-0 და იაპონელი არატა სონადა 31 წამში წმიმნდად დაამარცხა, ნახევარფინალში ასევე იოლად 10-2 მოუგო უკრაინელ მიკოლა კუჩმას.