საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

თავისუფალი სტილით ახალგაზრდული ნაკრების 11 მედალი ლატვიიდან
11:43 | March 23 2018

წარმატებით დაასრულა ასპარეზობა საქართველოს თავისუფალი სტილით ახალგაზრდულმა ნაკრებმა 17-18 მარტს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს ეგითით გამართულ ვ. ფრეიდენფილდსის რიგით 21-ე საერთაშორისო თასის გათამაშებაზე.

 

ბელდუხ გავაშელიშვილის და გელა საღირაშვილის ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა 5 ოქროს, 4 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

შეჯიბრების ბოლო დღეს ტურნირის ჩემპიონები რამაზ თურმანიძე (61 კგ), ივერი ჯულაყიძე (70 კგ) და ზურიკო ურთაშვილი (125 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლებს ბექა ნადაშვილი (92 კგ) და ალექსი ჟორჟოლიანი (125 კგ) დაეუფლნენ, ბრინჯაოს მედლები თორნიკე ქათამაძემ (61 კგ) და გიორგი შამათავამ (125 კგ) მოიპოვეს.

 

 

 

შეგახსენებთ რომ ტურნირის პირველ დღეს ოქროს მედლები გიორგი ელბაქიძემ (65 კგ) და გოგა მამიაურმა (74 კგ) მოიპოვეს, ვიცე-ჩემპიონები კი გოგა ძიგუა (57 კგ) და დემურ მეგენეიშვილი (86 კგ) გახდნენ.

 

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე ბელარუსიის მესამეზე კი პოლონეთის ნაკრებები გავიდნენ.