საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

სკოლის ასაკის ჭაბუკთა ნაკრების 10 მედალი ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე.
11:50 | March 11 2018

10-11 მარტს, ბულარეთის ქალაქ გალობოვოში ჭიდაობის მსოფლიოს გაერთიანება UWW-ს ეგითი თავისუფალ ჭიდაობაში სკოლის ასაკის ჭაბუკთა შორის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ჯონია ლორიას, გოჩა კირკიტაძის და კახაბერ დობორჯგინიძის ხელმძღვანელობით 6 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

ტურნირის ჩემპიონები დავით ქობულაშვილი (38 კგ), ლუკა გუგეშაშვილი (41 კგ), ბეჟან ბარსიონიძე (48 კგ), გიგი ქურხული (52 კგ), დავით კუჭუაშვილი (68 კგ) და ნიკა ფესტვენაძე (75 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლებს გიორგი გოგრიჭიანი (44 კგ), თორნიკე სამხარაძე (62 კგ) და ლევან ბაზაძე (85 კგ) დაეუფლნენ, მესამე საპრიზო ადგილი კი გიორგი ნაჭყებიამ (57 კგ) დაიკავა.

 

ტურნირის საუკეთესო უცხოელ მოჭიდავედ დავით კუჭუაშვილი (68 კგ) დასახელდა.

 

"ZLATI DINEV ROIDEV"-ის სახელობის რიგით XV საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობა 7 ქვეყნის მაკედონიის, საქართველოს, უკრაინის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, უნგრეთის და ბულგარეთის გუნდებმა მიიღეს.

 

ჩვენი ნაკრები 15-17 ივნისს უნგრეთში გასამართ სკოლის ასაკის ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.