საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

12 მედალი - საქართველოს ნაკრების მონაგარი კიევის საერთაშორისო ტურნირზე
05:11 | March 01 2018

24-26 თებერვალს უკრაინის დედაქალაქში გამართულ რიგით 22-ე ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე სადაც 29 ქვეყნის 400-ამდე ფალავანმა მიიღო მონაწილეობა საქართველოს ნაკრებებმა 2 ოქროს, 5 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა 5 მედალი - 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა.

 

ტურნირის ჩემპიონები ლევან ქავჟარაძე (67 კგ) და შმაგი ბოლქვაძე (72 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლები ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) და ზურაბ დათუნაშვილმა (82 კგ) მოიპოვეს, მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია (130 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

 

ქავჟარაძემ (67 კგ) ფინალში ფრანგი მამადას სილა წმინდად დაამარცხა, მანამდე კი სამივე მეტოქეს უკრაინელებს ოლექსანდრ დერკაჩს და დენის დემიანკოვს, ნახევარფინალში პოლონელ მატეუს ბერნატეკს წმინდად მოუგო.

 

ოლიმპიურმა პრიზიორმა შმაგი ბოლქვაძემ (72 კგ) საჩემპიონო ბრძოლაში უკრაინელი დმიტრო პინკოვი 7-5 დაამარცხა, მანამდე კი ბელარუს იური კანკოუს 2-0 და უკრაინელ არტულ პოლიტაევს 5-0 მოუგო.

 

წურწუმიამ (55 კგ) სომეხი ნორაირ ჰაკოიანი 5-4 და უკრაინელი სერგეი ძიუბა 4-0 დაამარცხა, ფინალში კი აზერბაიჯანელ აზიზ ელდანიზსთან დამარცხდა.

 

დათუნაშვილმა (82 კგ) ფინალამდე უკრაინელ იევჰენ გერმანის აშკარა უპირატესობით 8-0, აზერბაიჯანელი ელვინ მურსალიევს 2-1 და სომერ ედვარდ სარგსიანს 6-0 სძლია, ფინალში კი 1-4 დათმო შეხვედრა აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვთან.

 

მძიმეწონოსანმა იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) ბრინჯაოს მედლისათვის უკრაინელი მიკოლა კუჩმას 3-1 სძლია. 

 

საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა 152 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩა მასპინძელ უკრაინას, პირველზე კი აზერბაიჯანი გავიდა 171 ქულით

 

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ანგარიშზე 7 მედალია.

 

ტურნირის ვიცე-ჩემპიონები თეიმურაზ ვანიშვილი (57 კგ), ბექა ლომთაძე (61 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი ლადო ხინჩეგაშვილი (65 კგ), ჯუმბერ ყველაშვილი (79 კგ), ირაკლი მწითური (92 კგ) და გიორგი მეშვილდიშვილი (125 კგ) დაეუფლნენ.

 

ვანიშვილმა (57 კგ) საფინალო გზაზე ფრანგი ელ ქუარაქი 4-0, უკრაინის წარმომადგენლები არმენ არაკელიანი 4-1 და ველნტინ ბლიასეტსკი აშკარა უპირატესობით 10-0 დაამარცხა, ფინალში კი თავად დამარცხა აზერბაიჯანელთა ქართველ ფალავან გიორგი ედიშერაშვილთან 2-5.

 

ბრწყინვალედ იასპარეზა ბექა ლომთაძემ (61 კგ) ვინც ფინალისკენ მიმავალ გზაზე ოთხი მეტოქე ეფექტური გამარჯვებებით ჩამოიშორა, რუს ეგორ პონომარიოვს 8-0, სომეხ გარეკ ბარესეგიანს 12-1, აზერბაიჯანელ გალიბ ალიევს 9-6 და ნახევარფინალში მიღებული ფეხის ტრამვის მიუხედავათ ამერიკელი ჯო კოლონი 11-0 დაამარცხა, ფინალში ქართველი ფალავანი ტრამვის გამო არ გამოცხადდა და მოგებაც ავტომატურად აზერბაიჯანელ აჰმედნაბი გვარზატილოვს ჩაეთვალა.

 

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა პეტრიაშვილმა (125 კგ) უკრაინელი ოლექსანდრ კოლდოვსკი 7-3, კანადელი კორეი ჯარვისი 9-0 და პოლონელი რობერტ ბარანი 10-0 გაანადგურა, ფინალში კი მასპინძელ ოლექსანდრ ხოციავინსკისთან 0-4 დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

 

ბრინჯაოს მედლებისათვის შეხვედრებში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლადო ხინჩეგაშვილმა ვინც პირველად იასპარეზა 65 კგ კატეგორიაში 12-9 დაამარცხა უკრაინის სახელით მოჭიდავე გორ ოგენესიანი. ჯაბა ყველაშვილმა (79 კგ) იაპონელ იაური იამასაკის 3-1 სძლია, ირაკლი მწითურმა (92 კგ) თანაგუნდელ დავით მარსაგიშვილს მინიმალური ანგარიშით 4-3 აჯობა, მძიმეწონოსანმა გიორგი მეშვილდიშვილმა კი ირანელ იადოლა მოჰების 8-5 მოუგო.