საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ვერცხლ-ბრინჯაო და გუნდური მესამე ადგილი ირანიდან
10:11 | February 09 2018

8-9 თებერვალს, ირანულ თავრიზში "ტახტის თასის" რიგით 38-ე საერთაშორისო გათამაშება გაიმართა სადაც 17 ქვეყნის 200-ამდე ათლეტმა მიიღო მონაწილეობა.

 

საქართველოს თავისუფალი სტილით 23-წლამდელთა და ეროვნულმა ნაკრებმა რომელიც გადახალისებული სათადარიგო შემადგენლობით ასპარეზობდა 2 მედლის მოპოვება შეძლო. ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გიორგი სულავა (70 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედალი გიორგი რევაზიშვილმა (61 კგ) მოიპოვა, მედლამდე ერთი გამარჯვება დააკლდა შოთა ფარტენაძეს (65 კგ).


სულავამ ფინალამდე 3 მეტოქე ჩამოიშორა, ყირგიზ მანსუ სრგაკ ულუს 10-0 და თურქ სერვეთ ჩოსკუნს 6-4 მოუგო, ნახევარფინალში აზერბაიჯანელი იოშგუნ აზიმოვი 7-2 დაამარცხა, ფინალური დაპირისპირება კი თურქ ენეს უსლუსთან დათმო 1-3 და ვერცხლის მედალს დასჯერდა. გიორგი რევაზიშვილმა (61 კგ) ბრინჯაოს მედლისათვის უკრაინელი ვიტალი ჰურსკი 3-1 დაამარცხა.


საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრემა 84 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, მეორეზე თურქეთი გავიდა 143 ქულა, პირველზე კი მასპინძელი ირანი 200 ქულით.
გუნდს ზურაბ ჭიღლაძე და აკაკი კუნჭულია ხელმძღვანელობდნენ.