საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ბექა ლომთაძე ბუნდესლიგის ჩემპიონია
11:37 | January 29 2018

27 იანვარს, გერმანიაში დასრულდა ქვეყნის საკლუბო ჩემპიონატი რომლის გამარჯვებულიც ბექა ლომთაძის "ბურგჰაუსენი" გახდა.

 

ბუნდესლიგის ფინალური დაპირისპირება ორი შეხვედრისგან შედგებოდა, 20 იანვარს "ბურგჰაუსენმა" შინ 18-6 დაამარცხა "კოლერბახი", 27 იანვარს კი გასვლაზე 12-14 დამარცხდა.

 

ქართველმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა კი ორივე ფინალურ შეხვედრაში დამაჯერებლად დაამარცხა იტალიელი ნიკო-ანტონიო ზარკონი 16-0 და 9-3. სულ კი ბუნდესლიგაში 7 შეხვედრა ჩაატარა და ყველაში იმარჯვა.