26 იანვარს, დელიში დასრულდა ინდოეთის საკლუბო ჩემპიონატის “Pro Wrestling League”-ის მესამე სეზონი, რომლის გამარჯვებული ქართველი მსოფლიოს ჩემპიონების გენო პეტრიაშვილისა და ზურაბ იაკობიშვილის "პანჯაპ როიალსი" გახდა, ფინალში პანჯაპელელბმა ოლიმპიური ჩემპიონის ლადო ხინჩგაშვილის "არიანა ჰამერსი" 6-3 დაამარცხეს.
პირად შეხვედრებში სამივე ქართველმა ფალავანმა იმარჯვა, პრო-ლიგის ტრიუმფატორმა ქართველმა მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა ჩვეულ სტილში 16-0 გაანადგურა ინდოელი სუმიტი და ჩემპიონატი 100%-იანი მაჩვენებლიდ შვიდიდან შვიდი გამარჯვები დააგვირგვინა.
ზურაბ იაკობიშვილმა რომელიც "პანჯაპელებმა" მხოლოდ ფინალურ შეხვედრაში რუსების დაღესტნელი ფალავანის ილაის ბეკბულატოვის ნაცვლად დაიმატეს 4-0 მოუგო ინდოელ კარან მორს.
ხინჩეგაშვილმა ინდოელ ნავეერ კუმარს 4-0 მოუგო და ჩემპიონატი წაუგებლად ექვსიდან ექვსი გამარჯვებით დაასრულა, შეგახსნებთ რომ შარშან ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი პრო-ლიგის გამარჯვებული სწორედ "პანჯაპის შემადგენლობაში გახდა.
ინდოეთის პრო-ლიგა მსოფლიოში არსებულ საკლუბო ჩემპიონატებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტურნირია სადაც მსოფლიოს მრავალი ტიტულოვანი ფალავანი იღებს მონაწილეობას. შეჯიბრებამ სტარტი 9 იანვარს აიღო და 26-ში დასრულდა
ლეგიონერებს შორის ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოჭიდავეებათ ქართველი მსოფლიოს ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი დასახელდნენ, ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ულოცავს ქართველს ფალავნებს ამ გამარჯვებას და ტიტულოვანი სპორტსმენის მორიგ წარმატებებს ელის.