საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ბერძნულ-რომაული ნაკრების ვერცხლ-ბრინჯაო ტახტის თასზე
09:09 | January 26 2018

25-26 იანვარს, ირანში  ოლიმპიური ჩემპიონის გოლამრეზა ტახტის 38-ე საერთაშორისო ტრადიციული თასის გათამაშება გაიმართა, სადაც 11 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ბერძნულ-რომაულმა ნაკრებმა ქვეყნის ჩემპიონების გარეშე, სათადარიგო შემადგენლობით იასპარეზა და 2 მედლების მოპოვებაც შეძლო.

 

ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ბაჩანა ფუტკარაძე (55 კგ) გახდა, აჭარელმა ფალავანმა  მხოლოდ ფინალური დაპირისპირება დათმო თურქ ერკემ ოზთურქთან, მანამდე კი ირანელი მოსლემ ჰადემი 3-3 და აზერბაიჯანელი იბრაჰიმ ნურულიევი 3-1 დაამარცხა.

 

ბრინჯაოს მედალს გარდებნელი აივენგო რიკაძე (82 კგ) დაეუფლა, ვინც გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელ იაროსლავ ფილჩაკოვს 3-1 მოუგო.

 

მედლის მოპოვებამდე თითო გამარჯვება დააკლდათ ხვიჩა ჭითავას (63 კგ), გოგა გოგიბერაშვილს (72 კგ), გიორგი ქაცანაშვილს (87 კგ) და ბაკურ გოგოლს (77 კგ).