საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ჭაბუკების 9 მედალი და გუნდური მეორე ადგილი ხარკოვიდან
12:38 | January 22 2018

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ჭაბუკთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა უკრაინის ქალაქ ხარკოვში 18-20 იანვარს გამართულ ლეონიდ დუნაის ხსნოვისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირზე. გიორგი კვინიკაძის და ალექსანდრე პატარქალაშვილის ხელმძღვანელობით ჩვენმა ჭაბუკებმა 4 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.

 

ტურნირის ჩემპიონები კი, ოთხ წონით კატეგორიაში გიორგი გეგელაშვილი (51), ბაგრატ გაგნიძე (71 კგ), გიორგი ჩანქსელიანი (80 კგ) და სოლომონ მანაშვილი (110 კგ) გახდნენ. ვერცხლის მედალი ლუკა ჩხიტუნიძეს (51 კგ) ხვდა წილად, ხოლო მესამე საპრიზო ადგილები ჯონი ცხადაიამ (45 კგ), შამილ გაჯიევმა (48 კგ), დავით აბდალაძემ (55 კგ) და ლუკა მარიამიძემ (71 კგ), დაიკავეს.

 

შეჯიბრებაში მონაწილეობა საქართველოს გარდა, უკრაინის, საბერძნეთის, გერმანიის, მოლდოვის, სომხეთის, ბელარუსიის, ყირგიზეთის, ყაზახეთის და თურქეთის გუნდებმა მიიღეს.

 

გუნდურ შეჯიბრში კი საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.