საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა.
06:20 | January 12 2018

9-11 იანვარს, დიღომში მდებარე "ახალი თბილისის" ფრენბურთის არენაში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. 

 

ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობა მონაწილეობა მთელი ქვეყნის მაშტაბით 200-ამდე სპორტსმენმა მიიღო. შეჯიბრება ახალი 2 დღიანი ფორმატით ჩატარდა, ჩემპიონ-პრიზიორები კი ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს მიერ განახლებულ 10 წონთ კატეგორიაში გამოვლინდნენ, სადაც 

 

ხალიჩაზე ნაკრების ტიტულოვანი წევრებიც გავიდნენ. ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა შმაგი ბოლქვაძემ (67 კგ), ევროპის ორგზის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა (82 კგ), მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორმა რობერტ კობლიაშვილმა (87 კგ) და ახალგაზრდებსა და 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონმა იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) შიდა კონკურენციაში თავიანთი უპირატესობა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს. ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი კუკური კირცხალიაც (97 კგ).

 

დარჩენილ 5 წოთით კარეგორიაში კი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ახალგაზრდა ფალავნები ავიდნენ - ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულები პირველად გახდნენ ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი ხობელი ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ოზურგეთის წარმომადგენლები მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის დავით ჩხარტიშვილი (60 კგ), ამავე ასაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ლევან ქავჟარაძე (63 კგ) და იური ლომაძე (72 კგ), ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გარდაბნელი თორნიკე ძამაშვილი.

 

ათი წონითი კატეგორიიდან სამში, პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ოზურგეთის საჭიდაო სკოლის წარმომადგენლები ავიდნენ. გარდაბნელ და თბილისელ სპორტსმენებს ორ-ორი ოქრო ერგოთ. აჭარის, წყალტუბოსა და ხობის სკოლებს კი თითო ჩემპიონი ჰყავთ.

 

საერთო გუნდურ ჩათვლაში კი ქულებით აჭარის გუნდმა იმარჯვა. მეორე ადგილზე ოზურგეთი გავიდა, მესამეზე – თბილისი.


შიდა კონკურენციის გამარჯვებულებით საქართველოს  ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც 30 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით – რუსეთში, ქალაქ კასპიისკში (დაღესტანი) გასამართ ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

 

55 კგ
1. ნუგზარ წურწუმია (ხობი)
2. ზურაბ მაჭარაშვილი (ოზურგეთი)
3. კახა ირემაძე (აჭარა)
3. ბაჩანა ფუტკარაძე (აჭარა)

 

60 კგ
1. დავით ჩხარტიშვილი (ოზურგეთი)
2. რამაზ სურმანიძე (აჭარა)
3. ირაკლი ძიმისტარაშვილი (ოზურგეთი)
3. ლაშა მარიამიძე (თბილისი)

 

63 კგ
1. ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი)
2. ლერი აბულაძე (აჭარა)
3. ფირუზ წულუკიძე (აჭარა)
3. ხვიჩა ჭითავა (სენაკი)

 

67 კგ
1. შმაგი ბოლქვაძე (აჭარა)
2. თორნიკე ჯანგავაძე (ქუთაისი)
3. გოგა გოგიბერაშვილი (სამტრედია)
3. ჯონი ხეცურიანი (ხობი)

 

72 კგ
1. იური ლომაძე (ოზურგეთი)
2. რამაზ ზოიძე (აჭარა)
3. გ. ხუჭუა (ოზურგეთი)
3. გოგა აფრიამაშვილი (ადიგენი - ორც)

 

77 კგ
1. თორნიკე ძამაშვილი (გარდაბანი)
2. მინდია წულუკიძე (აჭარა)
3. ბაკურ გოგოლი (თბილისი)
3. გელა ბოლქვაძე (აჭარა)

 

82 კგ
1. ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი)
2. ლაშა გობაძე (აჭარა)
3. აივენგო რიკაძე (გარდაბანი)
3. რუდოლფ ოგანეზოვი (თბილისი)

 

87 კგ
1. რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი)
2. ვარლამ კვარაცხელია (ხობი)
3. გიორგი ქაცანაშვილი (სართიჭალა)
3. გურამ ხეცურიანი (ქუთაისი)

 

97 კგ
1. კოკა კირცხალია (თბილისი)
2. რევაზ ნადარეიშვილი (თბილისი)
3. ირაკლი ქაჯაია (წყალტუბო)
3. ვალერი მურვანიძე (ოზურგეთი)

 

130 კგ
1. იაკობ ქაჯაია (წყალტუბო)
2. ბექა კანდელაკი (თბილისი - ორც)
3. ლევან არაბული (მცხეთა)
3. ვასილ იმერლიშვილი (რუსთავი)