საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ახალგაზრდული ნაკრები ნახიჩევანის თასზე იასპარეზებს
12:30 | July 22 2015

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები 22-23 ივლისს აზერბაიჯანში ნახიჩევანის თასზე გამოვა. გუნდი დავით ოთიაშვილის ხელმძღვანელობით გაემგზავრა, ტურნირი გუნდური სისტემით გაიმართება სადაც 8 ნაკრები 2 ქვეჯგუფში გადანაწილდა. დღეს გამართულ კენჭისყრაზე "ა" ჯგუფში იასპარეზებენ: საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთის და ირანის ნაკრებები. ჯგუფ "ბ"-ში კი: რუსეთი, თურქეთი, უზბეკეთი და ნახიჩევანი. დღეს 22 ივლისს გაიმართება ჯგუფური ეტაპის შეხვედრები, 23 ივლისს კი ფინალური შეხვედრები.

 

ტურნირის პირდაპირი ტრანსლიაცია იხილეთ ლინკზე http://www.idmantv.az/canli/idman-canli-yayim.htm