საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში 24-26 დეკემბერი.
05:30 | December 27 2017

24-26 დეკემბერს, "ახალი თბილისის” ტერიტორიაზე მდებარე ფრენბურთის არენაში თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა, სადაც მთელი ქვეყნის მაშტაბით 200-ამდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

 

შეჯიბრება ახალი 2 დღიანი ფორმატით გაიმართა, პირველი დღე წინასწარ შეხვედრებს ხოლო მეორე საშეჯიბრო დღე ფინალურ ორთაბრძოლებს დაეთმო, ამასთანავე აწონვები არა წინა დღით არამედ შეჯიბრის დაწყებამდე 2 საათით ადრე გაიმართა, ჩემპიონ-პრიზიორები კი ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს მიერ განახლებულ 10 წონთ კატეგორიაში გამოვლინდნენ.

 

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, შიდა კონკურენციაში ყველა ტიტულოვანი მოჭიდავე ჩაერთო, მსოფლიოს ჩემპიონ მძიმეწონოსან გენო პეტრიაშვილის გარდა რომელსაც ნეკნის ტრამვა აწუხებდა.


ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის 3-გზის ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა პირველად იასპარეზა 65 კგ კატეგორიაში და ჩემპიონობაც არავის დაუთმო, ასევე ოქროს მედლით აღნიშნა დებიუტი მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ზურაბ იაკობიშვილმა ახალ 70 კგ კატეგორიაში.

 

ათივე წონაში, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე გამოცდილი მოჭიდავეები - ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების წევრები ავიდნენ. შიდა კონკურენციის გამარჯვებულებით დაკომპლექტდება საქართველოს ნაკრები რომელიც აპრილში დაღესტანში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.


57 კგ
1. ოთარ გოგავა (ხონი)
2. თეიმურაზ ვანიშვილი (გორი)
3. რობერტ დინგაშვილი (ყვარელი)
3. რამაზ დარჩიძე (აჭარა)

 

61 კგ
1. ლაშა ლომთაძე (ქუთაისი)
2. ბექა ლომთაძე (ქუთაისი)
3. ლევან მურცხვალაძე (თბილისი)
3. ამირან ვახტანგიშვილი (გორი)

 

65 კგ
1. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი)
2. მაგომედ საიდოვი (ყვარელი - ორც)
3. ედემი ბოლქვაძე (სამტრედია)
3. გიორგი რევაზიშვილი (თბილისი)

 

70 კგ
1. ზურაბ იაკობიშვილი (ყვარელი)
2. ლევან ქელეხსაშვილი (ხაშური - ორც)
3. კონსტანტინე ხაბალაშვილი (გორი)
3. რამაზან მალაკოევი (ყვარელი - ორც)

 

74 კგ
1. ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური - ორც)
2. ზურაბ ერბოწონაშვილი (საგარეჯო)
3. ტარზან მაისურაძე (ყაზხები)
3. ალექსანდრე ჯაჭვაძე (გამარჯვება - ორც)

 

79 კგ
1. იაკობ მაქარაშვილი (თბილისი)
2. ჯაბა ყველაშვილი (გორი)
3. ტარიელ გაფრინაშვილი (თბილისი)
3. თორნიკე კვინიკაძე (ხაშური)

 

86 კგ
1. სანდრო ამინაშვილი (თბილისი)
2. დავით ხუციშვილი (საგარეჯო)
3. ზაურ ბერაძე (ხარაგაული - ორც)
3. ფირუზაშვილი (თბილისი)

 

92 კგ
1. ირაკლი მწითური (თბილისი)
2. ნოდარ ეგაძე (გორი)
3. საბა ჩიხრაძე (რუსთავი)
3. გოჩა ლომთათიძე (თბილისი)

 

97 კგ
1. ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი)
2. ზვიად მეტრეველი (ონი)
3. გივი მაჭარაშვილი (მცხეთა)
3. მამუკა კორძაია (აჭარა)

 

125 კგ
1. გიორგი მეშვილდიშვილი (ონი - ორც)
2. ომარ გუსოშვილი (გორი)
3. თედო ებანოიძე (ხარაგაული)
3. ლაშა ჯელაძე (ამბროლაური - ორც)