საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

თბილისის გრან-პრი UWW-ს სარეიტინგო ტურნირების სიაში შევიდა
07:10 | December 21 2017

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების გადაწყვეტილებით, UWW-ს კალენდარში ზოგიერთი ტურნირს სარეიტინგო სტატუსი მიენიჭა, მათ შორის მოხვდა თბილისის "ვახტანგ ბალავაძის" გრან-პრი თავისუფალ ჭიდაობაში.


"ჭიდაობის სამყარო იმსახურებს საუკეთესო ათლეტების განთესვას მთავარ შეჯიბრებებზე როგორებიც არის კონტინენტური და მსოფლიოს ჩემპიონატები, ასევე ოლიმპიური თამაშები, 2018 წლის კალენდარში ზოგიერთი ტურნირი იქნება რეიტინგული სადაც მოჭიდავეებს მიენიჭებათ ქულები რომლის მიხედვითაც შევძლებთ მათ განთესვას უმთავრეს შეჯიბრებებზე", - აცხადებს UWW-ს პრეზიდენდი ნენად ლალოვიჩი.

 

ქულები სპორტსმენებს კონკრეტულ წონით კატეგორიებში მიენიჭებათ, კატეგორიის შეცვლის შემთხვევაში ქულები არ დაჯამდება, განთესვის სისტემა 2018 წელს ბუდაპეშტში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე იქნება გამოყენებული.

 


სარეიტინგო ტურნირების სიაში შევდიდნენ:
თავისუფალი ჭიდაბა:
გრან-პრი "ივან იარიგინი" (კრასნოიარსკი, რუსეთი)
გრან-პრი "ვახტანგ-ბალვაძე" (თბილისი, საქართველო)
სამხრეთ აფრიკის გრან-პრი
გრან-პრი "ალექსანდრ მედვედი" (ბელარუსი, მინსკი)


ბერძნულ-რომაული:
ტახტის თასი (ირანი)
გრანმა - "სიერა პელადო" (კუბა, ჰავანა)
 უნგრეთის გრან-პრი (დიორი, უნგრეთი)
ვები-ემრეს მემორიალი (სტამბული, თურქეთი)

 

სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებული 8 ქულას მიიღებს, მეორე ადგილზე გასული 6-ს, მესამე 4 ხოლო მეხუთე  ადგილზე გასული 2 ქულას. ამ მაჩვენებელს (გამარჯვებულის ქულას) ემატება წონით კატეგორიაში მონაწილეთა რაოდენობა, მაგალითად თუ თბილისის გრან-პრიზე 70 კგ აკტეგორიაში 40-მა მონაწილემ მოიყარა თავი, გამარჯვებული მიიღებს 8+40 = 48 ქულას.

 

ევროპის ჩემპიონი 12 ქულას, ვერცხლის პრიზიორი 10 ქულას, მესამე ადგილოსანი 8 ქულას, მე-5 ადგილოსანი 6 ქულას, მე-7 ადგილი 4 და მე-8 ადგილოსანი 2 ქულას მიიღებენ.

 

მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონები გამარჯვებისთვის 25 ქულას მიიღებენ, ვიცე-ჩემპიონები 20 ქულას, ბრინჯაოს მედალოსნები 15 ქულას, მე-5 ადგილი 10 ქულა, მე-7 ადგილი 8 ქულა, მე-8 ადგილი 6 ქულას, მე-9 ადგილი 4 ქულას, მე-10 ადგილი 2 ქულას, 


ქვემოთ მოყვანილია ქულების დარიცხვის სისტემა სარეიტინგო ტურნირებზე


პირველი რეიტინგი UWW 2018 წლის 1 მარტს იქნება გამოქვეყნებყული.


ქვემოთ მოცემულია ქულების დარიცხვის სისტემა კონტინენტურ და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ასევე ოლიმპიურ თამშებზე.