საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ზვიად პატარიძე - "ბიმეჰ რაზის" შემადგენლობაში მსოფლიო საკლუბო თასის გამარჯვებული გახდა
11:04 | December 15 2017

15 დეკემბერს, ირანში დასრულდა მსოფლიო საკლუბო თასის გათამაშება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ირანული კლუბები დაუპირისპირდნენ , "ბიმეჰ რაზიმ" რომლის შემადგენლობაში ზვიად პატარიძე ასპარეზოვდა 8-2 დაამარცხა "სზინა სზანატი", ქართველი მძიმეწონოსანი კი ზედიზედ მეორე გახდა მსოფლიოს თასის გამარჯვებული, ჩვენებურმა შარშან სწორედ "სზინა სზანატის" შემადგენლობაში გაიმარჯვა.


 პატარიძემ მსოფლიოს თასზე მხოლოდ ორ შეხვედრაში იასპარეზა, ჯგუფურ ეტაპზე რუსეთის "მოსკოვთან" შეხვედრაში ქართველი ზურაბ გედეხაური 3-1, ნახევარფინალში კი თურქეთის ბუიუკსეირთან შეხვედრაში 5-0 დაამარცხა ფატიჰ ბასკოი.

 

ქართულმა კლუბმა "საქართველომ" ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით 4-6 დათმო თურქეთის "ბუიუკსეირთან" და 13 გუნდს შორის მეოთხე ადგილზე დაასრულა გამოსვლა. გამარჯვებები გუნდს დავით ჩხარტიშვილმა (63 კგ), გურამ ხეცურიანმა (87 კგ), კოკა კირცხალიამ (97 კგ) და ლევან არაბულმა (130 კგ) მოუტანეს.

 

შეგახსენებთ რომ საქართველომ წინა დღეს ირანის "მოდაფეს" 8-2 ხოლო ტაჯიკეთის "ტაჯიკ იარს" 9-1 მოუგო და B ჯგუფის გამარჯვებული გახდა, დღეს გამართულ ნახევარფინალში კი შარშანდელ გამარჯვებული ირანის "სზინა სზანატთან" 3-7 დათმო შეხვედრა.

 

1. ბიმეჰ რაზი (ირანი)
2. სზინა სზანათი (ირანი)
3. ბუიუკსეირი (თურქეთი)
4. საქართველო (საქართველო)
5. მოსკოვი (რუსეთი)
6. შოხადაი მოდაფი ხარამ (ირანი)
7. დინამო (სომხეთი)
8. სამსონი (უკრაინა)
9. ოლიმპიური იმედი (რუმინეთი)
10. ბუდაპეშტი (უნგრეთი)
11. ტაჯიკ იარი (ტაჯიკეთი)
12. აკადემია (ყირგიზეთი)
13. პაოკი (საბერძნეთი)