საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

U23! თავისუფალი სტილით ნაკრების 4 მედალი და გუნდური ბრინჯაო მსოფლიოს ჩემპიონატზე
11:28 | December 03 2017

21-26 ნოემბერს პოლონულ ბიდგოშჩში გამართულ მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართვეოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გუნდურ ჩათვლაში კი მესამე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.


მსოფლიოს ჩემპიონი წელს უკვე მეორედ გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გახდა, ფინალში გორელმა გოლიათმა რუსეთის წარმომადგენელი მაგომედამინ დიბიროვი 3:42 წუთში აშკარა უპირატესობით 11-0 გაანადგურა, ფინალამდე კი სამი მეტოქე ასევე აშკარა უპირატესობით ძირითად დროშივე დაამარცხა  საერთო ჯამში კი 45-1 ქულა მოაგროვა.

 

ბრინჯაოს მედლები მირხა სხულუხიამ (70 კგ), ავთო კენჭაძემ (74 კგ) და ირაკლი მწითურმა (86 კგ) მოიპოვეს.

 

ჩვენმა ნაკრებმა 36 ქულით გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა, პირველზე 55 ქულით რუსეთი გავიდა , მეორეზე ყაზახეთი 41 ქულა, გუნდური მესამე ადგილისათვის განკუთვნილი თასი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ჭიღლაძემ ჩაიბარა.