საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

U23! მირზა სხულუხია და ავთანდილ კენჭაძე - მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსნები
06:40 | November 30 2017

26 ნოემბერს, პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში მსოფლიოს მიმდინარე 23-წლამდელთა ჩემპიონატის ბოლო დღეს საქართველოს თავსიუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა რომლებიც მირხა სხულუხიას და ავთანდილ კენჭაძის ანგარიშზეა.

 

მირზა სხულუხიამ (70 კგ) ოქრო-ვერცხლის შანსი პირველსავე შეხვედრაში დაკარგა, მერვედფინალში ინდოელ კუმარ ომპრაკაშ ვინოდთან დამარცხდა 0:3, მას შემდეგ, რაც ვინოდმა ფინალშ გავიდა სხულუხია რეპეშაჟში გადაერთო და ბრინჯაოს გზაზე ორი მეტოქე ჩამოიშორა: უკრაინელი ალი ზაკარიევი 7:3 და მედლისათვის გადამწყვეტ შეხვედრაში იაპონელი ნობუიოში ტაკოჯიმა 3:0 დაამარცხა.

 

ავთანდილ კენჭაძემ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონღოლი ბატსუხ ბოლდხუუს 3:57 წუთში აშკარა უპიარტესობით 13:2 დაჯაბნა, მერვედფინალში აწევე წმინდად მოუგო ბელარუს ანდრეი კარპაჩს 15:5, მეოთხედფინალ დაპირისპირებაში აპონელი იაჯურო იამასაკი 7:4 დაამარცხა, ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან – რუსეთის ნაკრების წევრ გაჯი ნაბიევთან წააგო 3:7. რეპეშაჟის ფინალში კი 1:39 წუთში სუფთად გაუსწორდა ამერიკელ ისაია არტინესს 11:0.

 

ივერიკო ჯულაყიძე და გივი მაჭარაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატს მერვედფინალიდან გამოეთიშნენ. ჯულაყიძისთვის დაუძლეველი ზღუდე საფრანგეთის ნაკრების წევრი იმან მუხტაროვი აღმოჩნდა (4:7), ხოლო მაჭარაშვილისთვის – ყაზახი ბაკდაულეტ ალმენტაი 3:3.