საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

U23! გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია, მწითური ბრინჯაოს პრიზიორი.
12:40 | November 26 2017

25 ნოემბერს, პოლონურ ბიდგოშჩში მიმდინარე მსოფლიო 23-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა პირველ დღეს 1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

მორიგი ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვე ქართველმა მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა, რომელმაც სამი თვის მანძილზე ორჯერ შეძლო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოპოვება, პეტრიაშვილმა ფინალში რუსეთის წარმომადგენელი მაგომედამინ დიბიროვი 3:42 წუთში აშკარა უპირატესობით 11-0 გააცამტვერა, ფინალამდე კი გორელმა გოლიათმა სამივე მეტოქე ძირითად დროში აშკარა უპირატესობით დაამარცხა, იაპონელ ტ. იამამოტოს და ჩინელ ზანხიანგ ჰუს 10-0 სძლია, ნახევარფინალში კი 14-1 გაანადგურა უკრაინელი დანილო კარტავი, საერთო ჯამში კი 45-1 ქულა მოაგროვა. შეგახსენებთ რომ 29 აგვისოტს პარიზში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე უფროსებს შორის გენომ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.

 

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ირაკლი მწითურმა (86 კგ), ვინც გადამწყვეტ შეხვედრაში 6-1 დაამარცხა კუბელი ლუ ერნანდესი. პირველ ორ შეხვედრაში მწითურმა თურქ მურატ ერთურქს 6-1 და შვეიცარიელ სტეფან რეიჩმუტს 3-2 სძლია, მეოთხედფინალში კი ყაზახ აზამატ დაულეტბეკოვთან დათმო შეხვედრა 1-7 და დამამშვიდებელ წრეში გადაერთო სადაც აზერბაიჯანელი ჰაჯიმურად მაგომედსაიდოვი დაამარცხა 2-1.

 

დღესვე საქართველო სახელით რამაზ თურმანიძემ (57 კგ) და შოთა ფარტენაძემ (61 კგ) იჭიდავებს თუმცა მედლის გარეშე დაასრულეს ასპარეზობა.

 

ხვალ 26 ნოემბერს, მსოფლიოს ჩემპონატის ბოლო დღეს საქართველო ღირსებას ივერი ჯულაძე (65 კგ), მირზა სხულუხია (70 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) დაიცავენ.