საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

მოძმანაშვილი და საკანდელიძე - სარგსიანის თასის პრიზიორები
06:33 | July 19 2015

დღეს 19 ივლისს ერევანში დასრულდა სტეპან სარგისიანის თასის გათამაშება თავისუფალ ჭიდაობაში. საქართველოს ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა რომელიც მძიმეწონოსანთა ანგარიშზეა. ვერცხლს დავით მოძმანაშვილი (125) დაეუფლა ამავე წონაში გიორგი საკანდელიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ტურნირის გამარჯვებული კი კიდევ ერთ ქართველი ამჯერად სომხეთის სახელით მოასპარეზე ლევან ბერიანიძე გახდა.

 

125 - მოძმანაშვილმა თავდაპირველად თანაგუნდელი გიორგი მეშვილდიშვილი დაამარცხა 2-0, მომდევნო წრეში უკრაინელ დანილო კარტავის მოუგო 3-0, ნახევარფინალში კი კიდევ ერთ თანაგუნდელს გიორგი საკანდელიძეს სძლია მინიმალური ანგარიშით 1-0, ფინალში კი სომხეთს სახელით მოასპარეზე ქართველ ლევან ბერიანიძესთან დამარცხდა 1-2. საკანდელიძემ რუსი ვალერი ბედოევი დაამარცხა 9-0, შემდე თანაგუნდელ ლევან გოგრიჭიანს მოუგო 5-0, მოძმანაშვილთან დამარცხების შემდეგ კი ბრინჯოასთვის შეხვედრაში უკრაინელი დანილო კარტავი 5-2 დაამარცხა.

 

86 - დავით მარსაგიშვილმა სომეხი ვლადიმერ მინასიანი 10-0, უკრაუნელი ლუბომი საკალიუკი 2-0, რუსეთს წარმომადგენელი იგორ სარქისიანი 6-0 დაამარცხა, ნახევარფინალში კი უზბეკეთის სახელით მოასპარეზე ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორ სოსლან ტიგიევთან 1-5 დამარცხა და ბრინჯაოსთვის შეხვედრაში მცირე ტრამვის გამო არ გამოცხადდა საბოლოოდ მე-5-ე ადგლზე დაასრულა ასპარეზობა.

ნოდარ ეგაძემ სომეხი გავცემ ამბარცუმიანი 10-0, თანაგუნდელი გოჩა ლომთათიძე 10-3, ნახევარფინალი კი ირანელ ალირეზა კარიმთან დაძაბულ ორთაბრძოლაში დამარცხდა 9-10, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი რუს ვლადისლავ ვალიეთან მინიმალური ანგარიშით 5-6 დათმო შეხვედრა და მარსაგიშვილის მსგავსად მე-5-ე ადგილზე დაასრულა გამოსვლა.

 

70 - ალექსანდრე ჯაჭვაძე პირველივე შეხვედრაში თანაგუნდელ ტარიელ გაფრინდაშვილის დაუპირისპირდა თუმდა გაფრინდაშვილმა ფეხის ტრამვის გამო ვერ შეძლო შეხვედრის დასრულება. მომდევნო წრეში ჯაჭვაძემ 19-10 მოუგო უზბეკეთის სახელით მოასპარეზე რუსლან პლიევს რომელმაც პირველ შეხვედრაში გიორგი ლობჟანიძე დაამარცხა. ბერძენ ანდრეას ტრიანდატილიდისი 4-0 დაამარცხა. ნახევარფინალში კი რუს ხალილ ამინოვთან შეხვედრის დროს ფეხის ტრამვა მიიღო და ვეღარ დაასრულა, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ტრამვირებული ფეხით ვერას გახდა სომეხ ლევონ ოგანესიანთან და მე-5-ე ადგილზე დაასრულა.

 

61 - შალვა ცუხიშვილმა და შოთა ფარტენაძემ თითი შეხვედრაში გაიმარჯვეს სომხეთის წარმომადგენლებ სლავიკ გალსტიანთან 6-1 და კარენ ამირიანთან 8-1. მომდევნო წრეში კი დამარცხდნენ სომეხ ვალოდია ფრანგულიანთან და რუს შამილ ომაროვთან.

 

ამრიგან საქართველოს ნაკრებმა სტეპან სარგსიანის თასზე გამოსვლა თითო ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაოს მედლით დაასრულა გამოსვლა, შეგახსნებეთ რომ პირველ დღეს ტურნირის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57) გახდა.

მეორე დღის შედეგები

61 კგ

1.ვალოდია ფრანგულიანი (სომხეთი) 2. გევორგ ტერტერიანი (რუსეთი) 3. გორ ტოროსიანი (სომხეთი) 3. აი-ხან ონდარი (რუსეთი)

70 კგ

1. ევგენი ჟერბაევი (რუსეთი) 2. ხალილ ამინოვი (რუსეთი) 3. ლევონ ოგანისიანი (სომხეთი) 3. რუსტამ ჯაფარიანი (უკრაინა) 5. ალექსანდრე ჯაჭვაძე (საქართველო) 5. სემიონ რადულოვი (უკრაინა)

86 კგ

1. ალირეზა კარიმი (ირანი) 2. სოსლან ტიგიევი (უზბეკეთი) 3. ვლადისლავ ვალიევი (რუსეთი) 3. მუსა მურთაზალიევი (სომხეთი) 5. დავით მარსაგიშვილი (საქართველო) 5. ნოდარ ეგაძე (საქართველო)

125 კგ

1. ლევან ბერიანიძე (სომხეთი) 2. დავით მოძმანაშვილი (საქართველო) 3. გიორგი საკანდელიძე (საქართველო) 3. ვაგე სიმონიანი (სომხეთი)