საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

შმაგი ბოლქვაძე მსოფლიოს ჩემიონია, გობაძე და პატარიძე ვერცხლის პრიზიორები
12:27 | November 23 2017

პოლონურ ბუდგოშჩში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს ბერძენ-რომაული სტილით ნაკრებმა 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა, ნაკრების 4 წევრიდან სამი ფინალში გავიდა.

 

მსოფლიოს ჩემპიონი გახდა რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (66 კგ), ვიცე-ჩემპიონები ლაშა გობაძე (80 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) გახდნენ.
 

ოქროს მედალოსანმა შმაგი ბოლქვაძემ საჩემპიონო გზაზე 4 მეტოქე დაამარცხა, პირველ შეხვედრაში ფინელი რამი პეტრი სურიაემ 4-2, შემდეგ წრეში ჩინელი გაოქუან ზანგი უფრო იოლად 3:1 დაჯაბნა, ნახევარფინალში კი 2-0 დაამარცხა ამ ასაკში ევროპის წლევანდელი ჩემპიონი პოლონელი რომან პაცურკოვსკი. ფინალში კი ბოლქვაძემ რუსეთის სახელით მოასპარეზე ალენ მირზოიანი  საკმაოდ იოლად 2-0 იმარჯვა.


ევროპის ორგზის ჩემპიონმა 23-წლამდელებში ლაშა გობაძემ (80 კგ) ფინალამდე 3 მეტოქე ჩამოიშორა, მოლდოველი ვიორელ ბურდუაია 7-1, უკრაინელი ანდრეი ანტონიუკი 4-2 მოუგო, ნახევარფინალში კი 23-წლიანებში შვედთა ევროპის მოქმედ ჩემპიონ ალექს მიშელ ბიურბერგ კესიდისს 2:1 გაუსწორდა, ვინც ევროპირველობის ფინალში გელა ბოლქვაძე დაამარცხა. სამწუხაროდ, ფინალში მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა თურქ ბურჰან აკბუდაკთან, თუმცა აღსანიშნავია მეორე პერიოდში ქართველი უფრო აქტიურად ჭიდაობდა მაგრამ მსაჯის გაუგებარი გადაწყვეტილებით პასიორობისთვის სწორედ გობაძე დასაჯეს.


მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი ზვიად პატარიძე შეჯიბრებაში უნგრეც პერეცნ ალმასთან შეხვედრიდ ჩაერთო რომელი აშკარა უპირატესობით 8-0 დაამარცხა, შემედეგ ლიტველ მანტას კნისტაუტასს მოუგო 5-1, ნახევარფინალში კი ირანელ ამინ მირზაზადეს გაუსწორდა 3-0, ფინალში მისი მეტოქე რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი რუსი სერგეი სემიონოვი იყო ვისთანაც 3-5 დათმო შეხვედრა. 


გუშინ ჩვენევბიდან უმედლოდ მხოლოდ ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი დავით ჩხარტიშვილი (59) დარჩა. არადა, თურქ აჰმეტ უჯართან წმინდად გამარჯვების 9-0 შემდეგ ლამის მოგებული პაექრობა დათმო უნგრელ ერიკ ტორბასთან 5-7.