საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

გელა ბოლქვაძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
11:56 | November 23 2017

პოლონურ ბუდგოშჩში 21 ნოემბერს დაწყებულ 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველო ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების წევრმა გელა ბოლქვაძემ (75 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

 

მსოფლიოს ჩემპიონმა ახალგაზრდებს შორის პირველ შეხვედრაში უკრაინელი პავლო მოლნარი 2:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ყაზახ მირას ბარშილიკოვს 1:1-ზე, ბოლო ქულის დამსახურებით მოუგო. ჩვენებურს ნახევარფინალშიც მძიმე ბრძოლა ჰქონდა ირანელ პაიამ აბდეჰ სალეჰ პაიანისთან, თუმცა 2:1 მაინც მოუგო, ფინალში კი თურქ ფათიჰ ჩენგიზსთან 2-5 დათმო შეხვედრა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

 

ახლოს იყო მედლის მოპოვებასთან გურამ ხეცურიანიც (85 კგ) რომელიც ნახევარფინალამდე წაუგებლად მივიდა, საკვალიფიკაციო ეტაპზე რუსეთის წარმომადგენელი ჰაჯიმურად ჯალილოვი 1-1-ზე დაამარცხა, მომდევნო ეტაპზე ბელარუს ზახარ დმიტრიჩენკოს 3-1 მოუგო, მეოთხედფინალში ყაზახ ხუსეინ მუცოლგოვს 4-1 მოუგო. ნახევარფინალში კი უნგრელების მომავალ ჩემპიონ ერიკ ჟილვასისთან 0-3 დამარცხა, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი აზერბაიჯენელ ისლამ აბასვოთან მინიმალური ანგარითი 1-2 დამარცხდა.

 

სამწუხაროდ, უმედლოდ დარჩა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, სხვადასხვა ასაკში ევროპისა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი რამაზ ზოიძე (71 კგ), ზოიძემ პოლონეთში ორი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო: საკვალიფიკაციო ეტაპზე ქულების აშკარა იპირატესობით აჯობა შვედ ხალიდ ქერჩიევს - 11:2, მერვედფინალში კი 4:1 მოუგო ბელარუს რუსლან აჰამალიეუს. მომდევნო წრეში კი თურქ მურატ დაგთან დათმო მინიმალური ანგარიშით 2-3 და გამოეთიშა ასპარეზობას.

 

წარმატებით ჩაება შეჯიბრებაში კუკური კირცხალიაც (98), საკვალიფიკაციო ეტაპზე წმინდად დაამარცხა უნგრელი ზლოტ ტოპოეკი, მერვედფინალში ამერიკელი ბლაიქ სმიტი 10-4 დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში 0:4 წააგო რუსთა მომავალ ჩემპიონ ალექსანდრ გოლოვინთან. ირცხალია სანუგეშოში კი გადავიდა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა და ბელარუს ბოპემბე არსენ სიჩევთან 2:7 დათმო შეხვედრა.

 

22 ნოემბერს მსოფლიოს ჩემპიონატზე დავით ჩხარტიშვილი (59 კგ), შმაგი ბოლქვაძე (66 კგ), ლაშა გობაძე (80 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) იჭიდავებენ.