საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

დავით ხუციშვილმა და გიორგი მეშვილდიშვილმა "ალანებზე" ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
11:40 | November 21 2017

17-19 ნოემბერს, რუსეთის ქალას ვლადიკავკაზში UWW-ს ეგიდით საერთაშორისო ტურნირი "ალანები" გაიმართა, სადაც საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა დავით ხუციშვილმა (86 კგ) და გიორგი მეშვილდიშვილმა (125 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

 

ხუციშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში თანაგუნდელ ზაურ ბერაძეს მოუგო, გიორგი მეშვილდიშვილმა კი რუსეთის ნაკრების წევრი ზაურ კოზონოვი ბრინჯაოს ფინალში 7-5 დაამარცხა, ქართველმა მძიმეწონოსანმა პირველ შეხვედრაში რუს ხასან ხუბაევი 6-2 დაამარცხა, ნახევარფინალში კი რუსეთის ნაკრების ტიტულოვან წევრ მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონ და ოლიმპიურ პრიზიორ ბილიალ მახოვს 10-3-ს ამარცხებდა თუმცა საბოლოოდ მინიმალური უპირატესობით 10-11 დათმო შეხვედრა.

 

ტურნირში 11 ქვეყნის ფალავნები იღებდნენ მონაწილოებას მათ შორის მრავლად იყვნენ ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები.

 

61 კგ-ში ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონა ლადო ხინჩეგაშვილმაც იასპარებზა და ერთნაირი ანგარიშით 10-0 დაამარცხა სომეხი ვაგინაკ მატევოსიანი და რუსი აზამატ ხოდოვი , ნახევარფინალში კი რუსეთის ნაკრები წევრ ისმაილ მუსუკაევთან შეხვედრა 6-6, საკამათო სიტუაციაში მსაჯმა გამარჯვება რუსის სასარგებლოდ გადაწყვიტა, საბოლოოდ ჩვენებურმა მეხუთე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა. 5 წლიანი შესვენების შემდეგ ხალიჩაზე დაბრუნდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, 2-გზის ოლიმპიური პრიზიორი გიორგი გოგშელიძე, 38 წლის ათლეტმა 2-1 მოუგო რუსეთის სახელით მოასპარეზე მაგომედ კურბანოვს, შემდეგ ანზორ ურიშევიც მიაყოლა 4-1, ნახევარფინალში კი ბოლოს ქულის ხარჯზე დათმო შეხვედრა რუსების ოს ფალავან ვლადისლავ ბაიცაევთან 1-1, ბრინჯაოს მედლისათვის გოგშელძემ ბელარუს ალექსანდრ გუშტინგთან შეხვედრის მიწურუსლ ფეხის ტრამვა მიიღო და ვეღარ შეძლო შეხვედრის დასრულება.