საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ბრინჯაოს მედალი ევროპის ერთა თასზე მოსკოვში
11:03 | November 21 2017

9-13 ნოემბერს, მოსკოვში გამართულ ევროპის ერთა თასზე - "ალროსას თასი" საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზა და მესამე ადგილი დაიკავა.

 

გადამწყვეტ შეხვედრაში თავისუფალი სტილით ნაკრებმა 7-1 დაამარცხა მოლდოვა, გამარჯვებები გუნდს თეიმურაზ ვანიშვილმა (57 კგ), ოთარ გოგავამ (61 კგ), ედემი ბოლქვაძემ (65 კგ), ტარზან მაისურაძემ (74 კგ), დავით ხუციშვილმა (86 კგ), ზურაბ ახობაძემ (97 კგ) და გიორგი მეშვილდიშვილმა (125 კგ) მოუტანეს.

 

ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში ბერძნულ-რომაულმა ნაკრებმა ბელარუსი 5-3 დაამარცხა. გამარჯვებები ბექა ბალანჩივაძემ (59 კგ), მურად მიქელაძემ (66 კგ), იური ლომაძემ (71 კგ), ბაკურ გოგოლმა (75 კგ) და თორნიკე ძამაშვილმა (80 კგ) მოიპოვეს.