საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

თავისუფალი სტილით ჭაბუკთა ნაკრების 11 მედალი სომხეთიდან
12:21 | November 06 2017

3-5 ნოემბერს, ერევანში გამართულ რუდოლფ და ეგიფე კარაპეტიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე სადაც რუსეთის, ირანის, საქართველოს და სომხეთის გუნდები  იღებდნენ მონაწილეობას საქართველოს თავისუფალი სტილით ჭაბუკთა ნაკრებმა 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 4 ბრინჯოას მედალი მოიპოვა.

 

ტურნირის ჩემპიონები გიორგი გეგელაშვილი (51 კგ), დავით აბდალაძე (55 კგ), გიორგი ჩანქსელიანი (80 კგ) და სოლომონ მანაშვილი (100 კგ) გახდნენ, მეორე საპრიზო ადგილები ნიკა ბერუაშვილმა (51 კგ), ლუკა მარიამიძემ (71 კგ) და გიორგი ნებურიშვილმა (80 კგ) დაიკავეს, ბრინჯაოს მედლებს კი ლექსო მიქელაძე (48 კგ), გიორგი გელაშვილი (63 კგ), ბაგრატ გაგნიძე (71 კგ) და ნიკოლოზ ბარაბაძე (110 კგ) დაეუფლნენ.

 

გუნდს გიორგი კვინიკაძე, ალექსანდრე პატარქალაშვილი, ლაშა ქეთიშვილი და შალვა მუზიაშვილი ხელმძღვანელობდნენ.