საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ხინჩეგაშვილი სტეპან სარგსიანის თასის გამარჯვებულია
06:28 | July 18 2015

სტეპან სარგისიანი თასის პირველ დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ერთი ოქროს მედალი მოიპოვა რომელიც ვლადიმერ ხინეგაშვილის ანგარიშზეა. ლადომ სულ 5 შეხვედრა ჩაატარა, სომეხი გრიგორიანი  და თანაგუნდელი ბექა ბუჯიაშვილი ერთნაირი ანგარიშით 10-0 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი მისი პრინციპული მეტოქე რუსეთის ნაკრების წევრი ეროვნებით აფხაზი რუსტამ ამპარი კიდევ ერთხელ დაამარცხა 4-2, ნახევარფინალში ყირგიზი სამატ ნადირბეგს მოუგო  3-2, ფინალში კი რუსეთის კიდევ ერთ წარმომადგენელ დონდუნ ოოლს 4-3 მოუგო და ჩემპონობა მოიპოვა.

 

ხვალ 19 ივლისს შეხვედრები დარჩენილ 61-70-86-125 კატეგორიებში გაიმართება. საქართველოს სახელით იჭიდავებენ:

61 - შალვა ხუციშვილი, შოთა ფარტენაძე

70 - გიორგი ლობჟანიძე, ალექსანდრე ჯაჭვაძე, ტარიელ გაფრინდაშვილი

86 - დავით მარსაგიშვილი, ნოდარ ეგაძე, გოჩა ლომთათიძე

125 - გიორგი მეშვილდიშვილი, გიორგი საკანდელიძე, დავით მოძმანაშვილი, ლევან გოგრიჭიანი