საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

გურამ საღარაძის სახელობის ტურნირი ამბროლაურში
05:40 | October 30 2017

14-15 ოქტომბერს, ამბროლაურმა თავისუფალ ჭიდაობაში სახელოვანი ქართველი ფალავანის გურამ საღარაძის სახელობის მე-14 საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა სადაც ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მოჭიდავეებთან ერთად სომხეთის და აზერბაიჯანის გუნდებმაც მიიღეს მონაწილეობა.


შეჯიბრება სკოლის ასაკის ჭაბუკთა შორის გაიმართა და სულ 160-მა ფალავანმა იასპარეზა, ჩემპიონ-პრიზიორები 13 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ და 9 მათგანში გამარჯვება ქართველმა მოჭიდავეებმა მოიპოვეს.
გუნდურ ჩათვლაში კი გამარჯვება თბილისის გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილზე გორის ხოლო მესამეზე საგარეჯოს გუნდები გავიდნენ.

 

გურამ საღარაძის ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ:
23 კგ - თემური ფუთარაშვილი (გორი) 
26 კგ - გიორგი მაისურაძე (გორი)
29 კგ - ბანუტიან ტიგრან (სომხეთი)
32 კგ - ნიკა ბოჭორიშვილი (გორი)
35 კგ - ომარ გულმანედოვ (აზერბაიჯანი)
38 კგ - ლუკა გუგეშაშვილი (ონი)
42 კგ - ბეჯანი ბარსონიძე (ამბროლაური)
47კგ - ილიასტ აზაევ (აზერბაიჯანი)
53 კგ - გიგი ქურხული (საგარეჯო)
59 კგ - აკაკი ჩიტაძე (რუსთავი)
66 კგ - დავით კუჭუაშვილი (საგარეჯო)
73 კგ - ნიკა ფესტვენიძე (ქუთაისი)
85 კგ - ნიკოლოზ ბარაბაძე (თბილისი)

 

საერთაშორისო სტანდატების ჭიდაობის ახალი დარბაზი გაიხსნა ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭრებალოში, ჭიდაობის ფედერაციამ საჩუქრად ლეიბი გადასცა.