საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ვეტერანების 4 მედალი მსოფლიოს პირველობიდან
05:33 | October 30 2017

9-15 ოქტომბერს, ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეტერანთა შორის თავისუფალი სტილით მოჭიდავე ტიტულოვანმა ქართველმა ფალავანმა ლუკა კურტანიძემ ოქროს მედალი მოიპოვა, ბრინჯაოს მედალს კი ჯემალ კილაძე დაეუფლა.


100 კგ კატეგორიის ფინალში კურტანიძემ ირანელ როსტამ რაჰმატაბადის 2-1 მოუგო, ფინალამდე კი რუმინელი ადრიან რეკორეანი 5-1, ამერიკელი ოკტავიუს ბელამი 7-0 და მონღოლი ნარანბაატარ ლხაგვაროდჯი 3-0 დაამარცხა. 88 კგ კატეგორიაში კილაძემ გადამწყვეტ შეხვედრაში ბულგარელი კრასიმირ მინევი 1 წუთში წმინდად დაამარცხა.


2 მედალი მოიპოვეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმაც, 70 კგ-ში პირველობა არავის დაუთმო და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ტარიელ შავაძე ხოლო 85 კგ კატეგორიაში ვერცხლის მედალი ბადრი ანთაძემ მოიპოვა.