საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ბერძნულ-რომაული ნაკრების 6 მედალი ყაზახეთის საერთაშორისო ტურნირზე
05:08 | October 30 2017

საქართველო ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა ყაზახეთის საერთაშორისო ტურნირზე 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინაჯაოს მედალი მოიპოვა.

 

ტურნირის ჩემპიონი მძიმეწონოსანი ლევან არაბული გახდა, მეორე საპრიზო ადგილები მინდია წულუკიძემ (75), რობერტ კობლიაშვილმა (85) და ზვიად პატარიძემ (130) დაიკავეს, ბრინჯაოს მედლები კი შმაგი ბოლქვაძემ (75) და ლაშა გობაძემ (85) მოიპოვეს.


30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს, ალმათში გამართულ ბოლატ ტურლიხანოვის საერთაშორისო ტურნირზე მონაიწილეობა რუსეთის, ირანის, კორეის, უნგრეთის, ბელარუსის, სომხეთის, პოლონეთის, საბერძნეთის, თურქეთის, ლიტვის, ტაილანდის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, საქართველოს და ყაზახეთის ნაკრებებმა მიიღეს.