საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

თავისუფალი სტილით ნაკრების 1 ოქრო და 2 ბრინჯაო ა. მედვედის საერთაშორისო ტურნირზე
05:12 | September 19 2017

16-17 სექტემბერს, ბელარუსიის დედაქალაქ მინსშკი 3-გზის ოლიმმპიური ჩემპიონის ალექსანდრ მედვედის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა თავისუფალ ჭიდაობაში, რომელიც ლეგენდარული ბელარუსი მოჭიდავეს 80-წლის იუბილეს ეძღვნებოდა. 

 

საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა. 

 

ტურნირის ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი (97 კგ) გახდა, ვინც უფროსებში პირველი საერთაშორისო ტურნირი მოიგო, ბრინჯაოს მედლები შოთა ფარტენაძემ (61 კგ) და სანდრო ამინაშვილმა (86 კგ) მოიპოვეს.

 

ევროპის ჩემპიონმა ახალგაზრდებსა და 23-წლამდელებში, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ახალგაზრდებს შორის მაჭარაშვილმა ფინალში რუსეთის წარმომადგენელი მაგომედხან მაგომედოვი 6-5 დაამარცხა, მანამდე კი უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძეს 7-6 და ყაზახ ელხან ასადოვს აშკარა უპირატესობით 12-2 მოუგო.

 

ფარტენაძემ (61 კგ) გადამწყვეტ შეხვედრაში ყაზახი კაირატ ამირტაევი 6-5 დაამარცხა, ამინაშვილმა (86 კგ) კი რუსეთის წარმომადგენელ მაკარაშიპ იბრაჰიმოვს მოუგო 4-3.

 

ა. მედვედის რიგირთ 47-ე საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობა 12 ქვეყნის რუსეთის, აშშ-ს, ირანის, უკრაინის, ყაზახეთის, ლიტვის, შვეიცარიის, სომხეთის, ბულგარეთის, მოლდოვას, საქართველოს და ბელარუსიის ნაკრებებმა მიიღეს მონაიწლეობა.

 

გუნდს გიორგი იანტბელიძე, ზურაბ ჭიღლაძე და ოთარ თუშიშვილი ხელმძღვანელობდნენ.