საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

მსოფლიოს ჭაბუკთა პირველობა - გიორგი ჭოლაძე ბრინჯაოს ხოლო გიორგი გეგელაშვილი ვერცხლის პრიზიორია
05:23 | September 14 2017

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა 8-10 სექტემბერს, ათენში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა ვერცხლისა და ბრინჯაოს თითო მედლით დაასრულა.

 

ქართველ ჭაბუკთაგან ყველაზე შედეგიანად გიორგი გეგელაშვილმა (46 კგ) იჭიდავა, ვინც მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, გიორგი ჭოლაძემ (42 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

 

გიორგი გეგელაშვილმა ფინალის გზაზე ბერძენი იოანის მარტიდისი (10:0), აზერბაიჯანელი ტოფიგ ალიევი (6:1) და ყაზახეთის ნაკრების წევრი ადლან ასკაროვი (10:6) დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლაში კი ამერიკელ კურტ მაკჰენრისთან წააგო (4:12) და მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე მოპოვებულ ბრინჯაოს მედალს ამჯერად ვერცხლი მიამატა.

 

გიორგი ჭოლაძემ ჩემპიონატი უძლიერესი მეტოქის – რუსეთის ნაკრების წევრ რამაზან ბაგავუდინოვის ძლევით გახსნა – 10:5. შემდეგ კანადელ გრეგორ ედვარდ მაკნეილს მოუგო (10:0). მეოთხედფინალში კი უზბეკ უმიჯონ ჯალოლოვთან დამარცხდა (4:6) და ცოტა ხანში ბრინჯაოს ფრონტზე გადაერთო, მას შემდეგ, რაც უზბეკმა ფინალის საგზური მოიპოვა. რეპეშაჟის ნახევარფინალში ჭოლაძემ ირანელ მეჰდი მერდად ვეისს დამატებითი მაჩვენებლის უპირატესობით აჯობა (6:6). გადამწყვეტ შეხვედრაში კი თურქი იუსუფ ერიუჩელი 10:0 დაამარცხა.