საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ჭაბუკების 5 მედალი და გუნდური მეოთხე ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატზე
11:41 | September 13 2017

4-6 სექტემბერს, ათენში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ჭაბუკთა ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა, ბრინჯაოს მედლები ჩვენს ნაკრებს თემურ ხოზრევანიძემ (46 კგ), ბექა გურულმა (54), ოთარ აბულაძემ (63), დავით სოლოღაშვილმა (69) და გიორგი ცოფურაშვილმა (76 კგ) მოუტანეს.


ხვიჩა ქორიძის გაწვრთნილმა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მსოფლიოს 45 ქვეყანას შორის 48 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა, მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა უკრაინას ვინც მესამე ადგილზე გავიდა, მეორეზე 50 ქულით ირანი ხოლო პირველზე რუსეთის ნაკრებია 64.