საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ცვლილებები წონით კატეგორიებში, ორდღიანი ფორმატი დამტკიცდა - UWW-ს ბიუროს შედეგები
04:53 | September 01 2017

პარიზში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამართულ UWW-ს ბიუროს სხდომაზე ახალი წონით კატეგორიები დამტკიცდა.

 

8 წონითი კატეგორიას დაემატა 2 და 2018 წლიდან ევროპის, მსოფლიოსა და სხვა დანარჩენ ჩემპიონატებზე თითოეულ სტილში 10 კატეგორია იქნება, მხოლოდ ოლიმპიური წონების რაოდენობა დარჩა უცვლელი 6. 

 

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში შეიცვალა ოლიმპიური წონები, ტოკიო-2020-ში შეხვედრები 60, 67, 77, 87, 97 და 130 კატეგორიებში გაიმართება, არაოლიმპიური წონითი კატეგორიები კი ოთხამდე გაიზარდა 55, 63, 72 და 82.

 

თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური წონები არ შეცვლილა
57, 65, 74, 86, 97 და 125 მაგრამ დაემატა კიდევ ორი არაოლიმპიური კატეგორია, 61 და 70 კგ-ს მიემატება 79 და 92 კგ.

 

ქალთა ჭიდაობა ოლიმპიადაზე 50, 53, 57, 62, 68 და 76 კგ კატეგორიებში იქნება წარმოადგენილი, არაოლიმპიური კი 55, 59, 65 და 72 კგ.

 

ახალგაზრდებსა და 23-წლამდელთა შეჯიბრებები იგივე წონით კატეგორიებში გაიმართება. 

 

ასევე დამტკიცდა შეჯიბრების ორ დღიანი ფორმატი, 2018-წელს მეორე დღეს დაშვება +2 კგ იქნება, თუმცა 2019 წელს უკვე წონითი დაშვება აღარ იმოქმედებს.

 

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე თითუეულ წონაში 16 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, 6 ლიცენზია მსოფლიოს ჩემპიონატზე, 8 კონტინენტურ საკვალიფიკაციო და კიდევ ორიც  მსოფლიოს საკვალიფიკაციო ტურნირებზე გათამაშდება. ოლიმპიურ წელს გაიმართება კონტინენტური ჩემპიონატებიც უკვე ცნობილია რომ ევროპის პირველობას კასპიისკი, დაღესტანი (რუსეთი) უმასპინძლებს.

 

სკოლის ასაკის და ჭაბუკთა კატეგორიებიც დამტციკებულია რომელსაც უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს UWW.

 

ყველა გაფრთხილება 2018 წლიდან 1 ქულით შეფასდება. 

 

თავისუფალი ჭიდაობა: 57-61-65-70-74-79-86-92-97-125

ქალთა ჭიდაობა: ​50-53-55-57-59-62-65-68-72-76

ბერძნულ-რომაული: 55-60-63-67-72-77-82-87-97-130