საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ჭიდაობის მსოფლიოს გაერთიანებამ გენო პეტრიაშვილი წლის საუკეთესო მოჭიდავეთ აღიარა
04:00 | August 29 2017

ჭიდაობის მსოფლიოს გაერთიანება UWW-მ პარიზში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი 2016 წლის საუკეთესო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთ დაასახელა.

 

შეგახსენებთ რომ პეტრიაშვილმა პლანეტის პირველობის ფინალში მთავარი ფავორიტი მოქმედი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი, თურქი ტაჰა აკგული 10-8 დაამარცხა და ყველაზე პრესტიჟული მძიმეწონითი კატეგორიის გამარჯვებული გახდა.

 

2016 წელს კი გორელი ფალავანი ევროპის ჩემპიონი პირველად გახდა, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

გასული წლის საუკეთესო მოჭიდავისათვის განკუთვნილი სპეციალური პრიზი (10 000 $) ქართველ გოლიათს ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს პრეზიდენტმა ნენად ლალოვიჩმა პარიზში მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო დღეს დაჯილდოვების ცერემონიაზე გადასცა.