საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ზურაბ იაკობიშვილი მსოფლიოს ჩემპიონია
02:19 | August 27 2017

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პარიზში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო დღეს კიდევ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა. გენო პეტრიაშვილის შემდეგ, მსოფლიო პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ზურაბ იაკობიშვილი (65 კგ) ავიდა.

 

პლანეტის პირველობაზე იაკობიშვილმა სულ ოთხი შეხვედრა გამართა, თავდაპირველად ინდოელ ბაირანგ ბაირანგს (6:5) სძლია, მომდევნო ეტაპზე თურქი მუსტაფა კაია წმინდად დაამარცხა, ნახევარფინალში კი მცირე საჭიდაო სასწაული შემოგვთავაზა, ქართველი ფალავანი რუსეთის ნაკრები წევრ ალან გოგაევთან 1-3-ს აგებდა და ბოლო წამებზე შეძლო მომგებიანი ორქულიანის აღება გამარჯვების მოპოვება, ფინალში კი პოლონეთის ნაკრების წევრ მაგომედმურად გაჯიევს დაუპირისპირდა (3-1) მოუგო.

 

დღეს ფრანგულ ხალიჩაზე მედლების ოთხი კომპლექტი გათამაშდა, ბრინჯაოს მედლების მოპოვების შანსი ჰქონდათ ზურაბ ერბოწონაშვილსა (70 კგ) და ელიზბარ ოდიკაძეს (97 კგ) თუმცა დათმეს გადამწყვეტი შეხვედრები და მეხუთე ადგილზე დაასრულეს ასპარეზობა.