საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი უკაპიტნებს
11:44 | August 21 2017

21-26 აგვისტოს სააფრანგეთოს დედაქალაქი პარიზი თავისუფალი და ბერძნულ/რომაული სტილით მოჭდავეთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელებმა ბექა როყვამ და გიორგი იანტბელიძემ ნაკრებების შემადგენლობა დაასახელეს.

 

პირველ ორ საშეჯიბრო დღეს 21-22 აგვისტოს  მედლებისთვის ბერძნულ/რომაული სტლით მოჭიდავეები იბრძოლებენ, 23-24 აგვისტოს ხალიჩები ქალებს დაეთმობათ. 25-26 აგვისტოს კი მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორებს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოავლენენ.

 

 

ბერძნულ-რომაული ნაკრები:

59 კგ - ლაშა მარიამიძე (თბილისი)
66 კგ - გოგა გოგიბერაშვილი (სამტრედია)
71 კგ - შმაგი ბოლქვაძე (აჭარა)
75 კგ - მინდია წულუკიძე (აჭარა)
80 კგ - ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი)
85 კგ - რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი) 
98 კგ - რევაზი ნადარეიშვილი (თბილისი)
130 კგ - ლევან არაბული (მცხეთა)

 

თავისუფალი სტილის ნაკრები
57 კგ. ბექა ლომთაძე (ქუთაისი)
61 კგ. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი)
65 კგ. ზურაბ იაკობიშვილი (ყვარელი)
70 კგ. ზურაბ ერბოწონაშვილი (საგარეჯო)
74 კგ. ჯუმბერ ყველაშვილი (გორი)
86 კგ. დავით ხუციშვილი (საგარეჯო)
97 კგ. ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი)
125 კგ. გენო პეტრიაშვილი (გორი)