საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ქართველი მოჭიდავეების 3 ოქროს მედალი მსოფლიოს პოლიციელთა თამაშებიდან
10:08 | August 14 2017

აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში მიმდინარე „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის თამაშებზე" ქართველმა სპორტსმენმა პოლიციელებმა  3 ოქროს და 6 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

 

აღსანიშნავია რომ სამივე ოქროს მედალი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ანგარიშზეა, ჩემპიონები ვეტერანი ქართველი ფალავნები იოსებ ხუციშვილი (86), საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბელდუხ გავაშელიშვილი (97) და მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ლუკა კურტანიძე (125) გახდნენ.

 


„მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“ - ში შს სამინისტროს 12 თანამშრომელი სპორტის 7 სახეობაში ასპარეზობს. ოლიმპიადა 16 აგვისტოს დასრულდება.