საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

გივი მაჭარაშვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია, ჯულაყიძე ბრინჯაოს პრიზიორი.
01:30 | August 03 2017

საქართველოს თავისუფალი სტილით ახალგაზრდულმა ნაკრებმა სარაევოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

 

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი რამოდენიმე თვის წინ ევროპირველობის მომგები გივი მაჭარაშვილი (96) გახდა, ბრინჯაოს მედალს ივერი ჯულაყიძე (66) დაეუფლა.

 

მაჭარაშვილმა საფინალო გზაზე 4 მეტოქე ჩამოიცილა და ყველა მათგანს ქულების აშკარა უპირატესობით მოუგო, იაპონელი ტაკაში იშიგურო, უკრაინელი ოლექსანდრ ჰიმიშლი და გერმანელი ილია მატუჰინი ერთნაირი ანგარიშით 10-0 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ამერიკელი კოლი მური 16-4 გაანადგურა, ფინალში ჩვენებური რუსეთის წარმომადგენელ შამილ მუსაევს დაეჭიდა და 2-7 დათმო შეხვედრა.

 

ძირითად ბადეში ჯულაყიძემ იაპონელი კოჯირო შიგა (6:4) და ეგვიპტელი ამრ რედა რამადან ჰუსენი (10:4) დაამარცხა, მეოთხედფინალში კი მომავალ ჩემპიონ რუს დავიდ ბაევთან დამარცხდა და დამამშვიდებელ წრეში გადაერთო სადაც ალჟირელ იშაკ ბუხორსსა (14:4) მოუგო, ბრინჯაოს მედლისათვის კი სომეხ გევორგ მხეიანს (6:4) აჯობა.

 

ფინალურ ბლოკში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების უმძიმესმა წევრმა ზურიკო ურთაშვილმაც (120 კგ) იჭიდავა, მაგრამ პოდიუმამდე ერთი გამარჯვება დააკლდა.

 

5-6 აგვისტოს, მსოფლიო ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.