საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

მარიამ კარელიძის ისტორიული მედალი ევროპის ჩემპიონატზე
11:21 | August 03 2017

27 ივლისს, სარაევოში მიმდინარე ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე საქართველოს მოჭიდავე გოგონათა ნაკრებმა ისტორიული მედალი მოიპოვა, 40 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე მარიამ კარელიძე პირველი ქართველი გოგონა გახდა ვინც კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

გორელმა ფალავანმა შეჯიბრება ბელარუს ვალერია იაკუტასთან მოგებით (6:0) გახსნა. ნახევარფინალში ფრანგ ჟუსტინ ფანი ვიგორუსთან შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა და დამატებითი მაჩვენებლის გათვალისწინებლით გამარჯვება ფრანგმა მოიპოვა.  ბრინჯაოს მედლისათვის კი უკრაინელი მარია კოვალენკოს (8:2) სძლია.

 

საქართველოს მოჭიდავე გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბესიკ გუჩაშვილია.  კარელიძის პირადი მწვრთნელი დავით პოღოსიანი გახლავთ.