საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ქართველი მოჭიდავეების სამი მედალი სმენადაქვეითებულთა თამაშებიდან
12:56 | July 28 2017

თურქეთის ქალაქ სამსუნში მიმდინარე 2017 წლის სმენადაქვეითებულთა თამაშებზე 23-25 ივლისს, ქართველმა მოჭიდავეებმა 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

 

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ტყუპმა ძმებმა გიორგი და ლაშა ჯანელიძეებმა ორი მედალი მოიპოვეს.

 

გიორგიმ 59 კგ-ში თურქმენ ნაგმატ გურბანოვთან ბოლო წამებზე შესრულებული ულამაზესი გდებით საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა, ლაშამ 66 კგ-ში იყოჩაღა და ფინალამდე სამი მეტოქე ჩამოიცილა, იტალიელი დავიდ სტაბილე 9-0, აზერბაიჯანელი კანან ალაჰვერდიევი 11-8 და ნახევარფინალში წმინდად დაამარცხა თურქი ცელალ კოჩაკი, ფინალი კი რუს მარტინ ალეკსანოვთან დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

 

ვერცხლის მედალი მოიპოვა თავისუფალი სტილით მოჭიდავე შაქრო ჩაკვეტაძემაც, ქართველმა ფალავანმა 74 კგ-ში საფინალო გზაზე უკრაინელი დემის ფონიმი 10-0, სომეხი გარიკ პოღოსიანი 2-0 და რუსი ალექსანდრ ცოკტოევი 16-6 ჩამოიცილა, ფინალში კი ინდოელ ვირენდე სინხთან დამარცხდა 9-18 და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.