საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ჭაბუკების 5 მედალი ევროპირველობიდან
12:43 | July 27 2017

საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა სარაევოში მიმდინარე ევროპის ჭაბუკთა პირველობაზე 5 მედლით დაასრულა ასპარეზობა, 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო ასეთია გიორგი კვინიკაძის გაწვრთნილი გუნდის მონაგარი.

 

ევროპის ჩემპიონები გიორგი ჭოლაძე (42) და გიორგი გეგელაშვილი (46) გახდნენ, ვერცხლის მედალი ვლადიმერ გამყრელიძემ (54) მოიპოვა, ბრინჯაოს მედლებს კი თორნიკე ქათამაძე (58) და დავით ქოჩქიანი (85) დაეუფლნენ.

 

საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა ევროპის 29 გუნდს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა.

 

ნაკრები მთავარი მწვრთნელი გიორგი კვინიკაძე

უფროსი მწვრთნელები: ლაშა ქეთიშვილი, ალექსანდრე პატარქალაშვილი და შალვა მუზიაშვილი