საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ევროპირველობა ჭაბუკებს შორის - 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს დასაწყისი
11:13 | July 26 2017

გიორგი კვინიკაძის ხელმძღვანელობით საქართველოს თავისუფალი სტილით ჭაბუკთა ნაკრებმა 25 ივლისს, სარაევოში ევროპის ჩემპიონატის სტარტზე 3 მედალი - 1 ოქრო და  2 ბრინჯაო მოიპოვა.

 

ევროპის ჩემპიონი გიორგი ჭოლაძე (42) გახდა, ბრინჯაოს მედლები თორნიკე ქათამაძემ (58) და დავით ქოჩქიანმა (85) მოიპოვეს.

 

გიორგი ჭოლაძემ (42 კგ) ფინალის გზაზე ბულგარელი ისმაილ ომაკოვი (12:1) და თურქი ფურკან უჩოლუკი (10:6) ჩამოიშორა, ოქროს მედლისათვის ბრძოლაში კი აზერბაიჯანელი ტოფიგ ალიევი დამაჯერებლად დაამარცხა (8-2).

 

ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში თორნიკე ქათამაძემ (58) 1:49 წუთში შეძლო ბულგარელი დიმიტარ ანგელოვის სუფთად დამარცხება 14-4.

 

მედლისათვის გადამწყვეტ შეხვედრაში სუფთად გაიმარჯვა დავით ქოჩქიანმაც (85), ვინც ფრანგ პიერ მორნატს 2:14 წუთში აშკარა უპირატესობით 10-0 მოუგო ევროპის პირველობაზე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებს მესამე მედალი მოუტანა.

 

ევროპირველობამ რომელმაც სტარტი 24 ივლისს ბოსნია და ჰერცოგოვინას დედაქალაქში აიღო, ახალი ორდღიანი ფორმატით იმართება, პირველ დღეს წინასწარი ეტაპის შეხვედრები ხოლო მეორე დღეს ფინალური ბლოკი იმართება. შეგახსენებთ პირველ დღეს ხალიჩაზე თავისუფალი სტილის 42, 50, 58, 69 და 85 კგ კატეგორიის ფალავნებმა იასპარეზეს და ჩვენმა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა, წარმატებული გადმოგა მეორე დღეც გიორგი გეგელაშვილი (46) და ვლადიმერ გამყრელიძე (54) ფინალში გავიდნენ, გიორგი ელბაქიძე (63) ბრინჯაოსთვის ბრძოლას განაგრძობს.


გეგელაშვილმა ნახევარფინალში სომეხი არაკელ მოვსესიანი 5-1 დაამარცხა და ფინალში რუს მაგომედ აბდურახმანოვს შეხვდება, გამყრელიძემ 9-8 მოუგო თურქ ჰამზა ალაჩას და ოქროს მედლისათვის უკრაინელ ანდრეი ძელეპს დაეჭიდება.


ფინალები ხვალ 26 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება.