საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ხინჩეგაშვილმა რუსი ამპარი დაამაცხა და სარგისიანის თასის ფინალში გავიდა
03:52 | July 18 2015

ევროპის ჩემპიონი და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57) დღეს 18 ივლისს ერევანში დაწყებული სტეპან სარგისიანის თასის ფინალში გავიდა, ქართველმა ფალავანმა ფინალამდე 4 შეხვედრაში გაიმარჯვა, სომეხი გრიგორიანი და თანაგუნდელი ბექა ბუჯიაშვილი ერთნაირი ანგარიშით 10-0 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი მისი პრინციპულ მეტოქე რუსეთის ნაკრების წევრი ეროვნებით აფხაზი რუსტამ ამპარი კიდევ ერთხელ დაამარცხა 4-2, ნახევარფინალში ყირგიზი სამატ ნადირბეგს მოუგო  3-2, ფინალში კი რუსეთის კიდევ ერთ წარმომადგენელ დონდუნ ოოლს შეხვდება. ფინალები 17:00 საათზე დაიწყება