საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

გიორგი გოგშელიძეს პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალი გადაეცა
06:05 | July 21 2017

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით თავისუფალი სტილით მოჭიდავე, პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორ გიორგი გოგშელიძეს ვერცხლის მედალი გადაეცა.


გოგშელიძემ ნახევარფინალში ყაზახეთის სახელით მოასპარეზე თაიმურაზ თიგიევთან დათმო შეხვედრა, თუმცა განმეორებით დოპინგ-სინჯში თიგიევს აკრძალული პრეპარატის კვალი აღმოუჩინეს რასაც მისი შედეგის ანულირება მოჰქვა, მისი ვერცხლის მედალი კი გოგშელიძეს მიენიჭა.


ქართველ მოჭიდავეს ვერცხლის მედალი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის  შტაბბინაში ოფიციალურად გადასცა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილი, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმი, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი და სხვადასხვა სპორტული ფედერაციებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

"მაქვს პატივი შევასრულო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თხოვნა და გიორგი გოგშელიძეს გადავცე პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალი. მან პეკინში მესამე ადგილი დაიკავა, მაგრამ ნახევარფინალში მის მაშინდელ მეტოქეს განმეორებითი ტესტირებისას დოპინგი აღმოუჩინეს და ამდენი წლის შემდეგ სამართლიანობა აღსდგა - გიორგიმ ბრინჯაოს მედალი სოკ-ს დაუბრუნა, დღეს კი მას ვერცხლის მედალს გადავცემთ," - განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა.